იმერეთში რაიონის სამხარეო სამსახურებში გუშინ მომხდარი მიწისძვრის გამო სრული მობილიზებაა გამოაცხადებული.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულმა იმერეთის რეგიონში ლაშა მაქაციარიამ განაცხადა.
"მობილიზებულია, როგორც სამხარეო, ასევე ყველა რაიონის საგანგებო სიტუაციების სამსახური და იმ შეთხვევაში თუ იქნება საჭირობა ყველაფრისთვის მზად ვართ. ამასთან, მინდა მოსახლეობამ იცოდეს, რომ მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მზად ვართ", - აღნიშნა მაქაცარიამ.
ამასთან, გუბერნატორის ინფორმაციით, ამ დროისთვის იმერეთის მთელ რეგიონში მშვიდი ვითარებაა და პანიკის საფუძველი არ არსებობს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოში 13:18 საათზე მიწისძვრა მოხდა, რომლის მაგნიტუდამ 5,8 შეადგინა. მიწისქვეშა ბიძგები იმერეთის რეგიონში ამ დრომდე გრძელდება.