საირმესთან დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მოძრაობა დღეს სრულად აღდგება.
საირმის გზაზე კლდე გუშინ მიწისძვრის შედეგად ჩამოიშალა. გაწმენდითი სამუშაობი სპეციალური ტექნიკით წუხელ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა.
ამჟამად გზის ერთ ნაწილზე მოძრაობა უკვე აღდგენილია, მოგვიანებით კი საავტომობილო გზაზე მოძრაობა სრულად აღდგება.
საირმის გზაზე კლდის ჩამოშლის შედეგად არავინ დაშავებულა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოში 13:18 საათზე მიწისძვრა მოხდა, რომლის მაგნიტუდამ 5,8 შეადგინა.