უკრაინის დელეგაციამ პრეზიდენტის აპარატის უფროსის ანდრიი ერმაკის ხელმძღვანელობით შეხვედრა გამართა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გუნდის წარმომადგენლებთან, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან უკრაინის მიმართ პოლიტიკაზე. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრა ვაშინგტონში გაიმართა მაიკ უოლცის მონაწილეობით, რომლის დანიშვნასაც ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლად გეგმავს და უკრაინასა და რუსეთში სპეციალური წარმომადგენლის კანდიდატის კიტ კელოგის მონაწილეობით.
აღნიშნულია, რომ ვიზიტის მიზანი იყო აშშ-ის მომავალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის დამყარება რუსეთის წინააღმდეგ ომში მხარდაჭერის მისაღებად.