ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის თანამშრომლებმა ბაღდათის რაიონის სოფელ დაფენელში სეისმოგრაფი დააყენეს.
როგორც სეისმოლოგები აცხადებენ, აპარატურის დაყენების შემდეგ შესაძლებელი გახდება რეგიონის სეისმურობის შესწავალა, ადგილზე მიღებული ინფორმაცია კი თბილისში გადმოიგზავნება.
მათივე თქმით, მგავსი სეისმური აპარატურას სამომავლოდ დიდი მნიშვნელობა მიენიჭება რეგიონში მშენებლობების დაგეგმაში და არ არის გამორიცხული, რომ სეისოგრაფი მუდმივად ბაღდათის რაიონში დარჩეს.
აღსანიშნავია, რომ გუშინ მსგავსი აპარატურა სეისმოლოგებმა აბასთუმანშიც ჩაიტანეს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოში 13:18 საათზე მიწისძვრა მოხდა, რომელიც დაახლებით 40 წამი გაგრძელდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სეისმური მონიტორინგის ცენტრში განუცხადეს, მიწისძვრის ეპიცენტრი ვანის სამხრეთ-აღმოსავლეთით 18 კილომეტრის, ქუთაისიდან კი 31 კილომეტრის რადიუსში დაფიქსირდა და მისმა მაგნიტუდამ 5,8 შეადგინა.