მშვიდობიან პროევროპულ დემონსტრანტებს ძალადობრივად არბევს ომონი, - ამის შესახენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს.
„განათლების სამინისტრო ხსნის ცხელ ხაზს ინფორმატორებისთვის, რომლებიც მიაწვდიან ცნობებს, მათ შესახებ, ვინც სასწავლო პროცესს ხელს უშლის... სსრკ დაბრუნდა?
მშვიდობიან პროევროპულ დემონსტრანტებს ძალადობრივად არბევს ომონი. ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი არაპროპორციულად გამოიყენეს. მასობრივი დაკავებები და არასათანადო მოპყრობა“, - სალომე ზურაბიშვილი