შვეიცარიის ხელისუფლება ტუნისის ყოფილი პრეზიდენტის ზინ ალ-აბიდინა ბენ ალის ყველა აქტივის გაყინვას აპირებს. ამის შესახებ შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიშლინ კალმი-რეიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"შვეიცარიის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ტუნისის ექს-პრეზიდენტსა და მის გარემოცვას შვეიცარიაში არსებული ყველა აქტივი გაუყინოს. გადაწყვეტილება ძალაში დაუყოვნებლივ შევა", _ განაცხადა კალმი-რეიმ.
ამასთან, არ კონკრეტდება, რამდენად დიდი იყო ტუნისის ყოფილი პრეზიდენტის აქტივები.