რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ საკუთარი მოქალაქეებისთვის დრეს-კოდის შეთავაზებას სრულიად რუსეთის მუფტი მიესალმება.
ამის შესახებ პერმის მხარის მუფტიატის მთავარმა მუფტმა მუხამედგალი ხუზინმა განაცხადა.
მისი თქმით, მშობლებმა კარგი მაგალითი უნდა მისცენ შვილებს, რაც ჩაცმულობასაც უკავშირდება. მუფტი მიიჩნევს, რომ ყველა ჯანსაღი ადამიანი პროტოიერეი ვსევოლოდ ჩაპლინის ინიციატივას უნდა იზიარებდეს.
ხუზინს აინტერესებს, რისი სწავლება შეუძლიათ მშობლებს შთამომავლებისთვის, ურცხვად გაშიშვლებული და ადამიანისთვის დამამცირებელი სამოსის ტარებით, ცხვირზე საყურით, მთელ სხეულზე სვირინგებით, სიგარეტითა და ლუდის ბოთლით ხელში? ისინი მხოლოდ გარყვნილებას ისწავლიან. ამით საუკუნოვან ტრადიციებს ჩამოშორდებიან და ცხოველური ინსტიქტების "სუბკულტურას" ეზიარებიან, _ მიიჩნევს სრულიად რუსეთის მუფტიატის მეთაური.