"ქრისტიან-დემოკრატები" საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანას ითხოვენ. ამის შესახებ განცხადება ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარემ გიორგი ახვლედიანმა პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა მისი პოლიტიკური ძალა ითხოვს, რომ საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლს დაემატოს 52-ე პუნქტი, რომელიც ჩამოყალიბდება შემდეგი სახით: "იძულებით გადაადგილებულ პირთა ორგანიზებულად ჩასახლების ადგილებში მათი მომსახურების, აგრეთვე მათთვის დროებითი საცხოვრებელი სადგომი ან საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოფით დაკავებული საწარმოები გათავისუფლდბნენ ამ კოდექსით გათვალისწინებული ფონების, მათ შორის მიწის გადასახადის გადახდის ვალდებულებისაგან. იძულებით გადაადგილებულ პირთა სასარგებლოდ აღნიშნული მოსმახურებით დაკავცების მთელი პერიოდის განმავლობაში".
ახვლედიანის განმარტებით, კანონპროექტივე გაითვალისწინებს იმას, რომ აღნიშნული ნორმით მოქმედება გავრცელდება ნახსენები მომსახურებით დაკავებული საწარმოების მიმართ იმ დროიდან რა დროიდანაც რეალურად არიან ისინი დაკავებულნი აღნიშნული მომსახურებით.
შესაბამისად უნდა მოხდეს ამ საწარმოთა მიმართ აღნიშნული მომსახურების დაწყებიდან ამ კანონის ძალაში შესვლამდე უკვე დარიცხული ქონების, მათ შორის მიწის გადასახადის და საურავების ანულირება, ხოლო იმ მომენტისათვის, როდესაც შექმნილი პირობების საფუძველზე მოხდება ამ საგადასახადო შეღავათების გაუქმება ნაწილობრივ, ან მთლიანად უკვე გადახდილი ამ სახის გადასახადი ამ საწარმოებს ჩაეთვალოთ იმ წლების გადახდილად.