ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის კაცი საკუთარი სახლის დამხმარე ნაგებობაში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მან თავი მოიკლა.
სოფელ ოქტომბერში მკვლელობა დღეს დილით მოხდა. 70 წლის მამაკაცმა 55 წლამდე მეზობელს ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.