რუსეთი მზადაა გააღრმაოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები, რომლებიც საქართველოს ეკონომიკური აღმავლობის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს წარმოადგენს. ამის შესახებ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
„გაგებით ვეკიდებით თბილისის მცდელობებს, დაასრულოს გარედან დიქტატის პრაქტიკა და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობა თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე წარმართოს,“ - აღნიშნა ზახაროვამ.
მისი თქმით, რუსეთი მზადაა გააღრმაოს რუსეთ-საქართველოს კავშირები, რომლებიც „საქართველოს ეკონომიკური აღმავლობის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს წარმოადგენს“.
„ამას სუფთა გულით და ღია სულით ვაკეთებთ,“ - განაცხადა მან.
ზახაროვას თქმით, მოსკოვი „ღიაა თბილისთან თანამშრომლობის გაფართოებისთვის“ ურთიერთპატივისცემის საფუძველზე.
„თბილისმა მტკიცე და გაცნობიერებული არჩევანი გააკეთა ქვეყნის სუვერენიტეტის დაბრუნების, ქართველი ხალხის ინტერესების დაცვისა და, მე დავამატებდი, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღირსების სასარგებლოდ,“ - განაცხადა ზახაროვამ.