ავღანეთში საატომობილო გზაზე დამონტაჟებულ ბომბს 13 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. როგორც BBC იუწყება, დაღუპულთა შორის ბავშვები და ერთი ქალებიც არიან.
აფეთქება პაკტიკის პროვინციის ქალაქ ხოშამადში მოხდა.
ამ წუთებისთვის არაა ცნობილი, რომელმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ მოაწყო ტერაქტი.
ეს სამ დღეში მომხდარი მეორე აფეთქებაა.
ცნობისთვის, გასულ წელს ავღანეთში ტერორისტებმა 2 400 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.