აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში აფხაზეთში მაცხოვრებელი სომხური სათვისტომოს ხელმძღვანელს სურენ კერსელიანს შეხვდა, რომელმაც ბაღაფშთან შეხვედრისას განაცხადა, რომ სომხური სათვისტომოს მიზანი აფხაზური სახელმწიფოს მშენებლობის ხელშეწყობაა.
"სათვისტომოს მიზანი - აფხაზური სახელმწიფოს მშენებლობის ხელშეწყობაა, რომლის სრულუფლებიანი მოქალაქეები აფხაზეთის სომხები არიან", _ განაცხადა კერსელიანმა.
თავის მხრივ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა აღნიშნა, რომ "აფხაზეთის სომხებს თავისი წვლილი შეაქვს სახელმწიფოს განვითარებაში" და სათვისტომოს ყველა წამოწყებაში დახმარებასა და მხარდაჭერას დაპირდა.
მასალის გამოყენების პირობები