ოსი სეპარატისტების მტკიცებით, ახალგორელი ექიმებისთვის ე.წ. საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით შეზღუდვები არ დაწესებულა.
ამის შესახებ ინფორმაციას "რესი" ახალგორის ოკუპირებული რაიონის ე.წ. გამგებლის თანაშემწეზე სერგეი გაგლოევზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, როგორც რაიონში მცხოვრებ მოსახლეობას, ასევე სამედიცინო პერსონალს, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის უფლება აქვს და ამ მხრივ არავითარი შეზღუდვა არ დაწესებულა, თუმცა გაგლოევი აქვე აღნიშნავს, რომ ახალგორელ მედიკოსებს საქართველოში "წასასველად" მთავრი ექიმის ნებართვა სჭირდებათ.
შეგახსენებთ, რომ ახალგორის ოკუპირებული რაიონის ექიმებს ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა აუკრძალეს. აღნიშნული ინფორმაციას ადგილობრივი მოსახლეობაც ადასტურებს.
მასალის გამოყენების პირობები