სეპარატისტულ აფხაზეთში მიწისძვრის სიმძლავრე 2,6 ბალი შეადგენდა. მიწისძვრა აფხაზეთში 12:20 საათზე დაფიქსირდა. აფხაზური მხარის ინფორმაციით, მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.
აფხაზური მხარე ასევე აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით საგრძნობი მიწისძვრა მრავალსართულიანი სახლების ზემო სართულებზე იყო. აფხაზეთს თავისი სეისმური ლაბორატორია არ აქვს და თავის წინასწარ დასკვნებს ადგილობრივი მეტეოროლოგები სოჭელ კოლეგებთან ათანხმებენ.
აღსანიშნავია, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დაწყებამდე 1992-1993 წწ. სეისმური დაკვირვების სადგური სოხუმის რაიონის სოფელ ეშერაში განლაგებული რუსული სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე იყო განლაგებული.