საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციის ძალადობრივად დაშლას ეხმიანება და ევროპის ქვეყნებს ძლიერი რეაქციისკენ მოუწოდებს.
„6:30 პროტესტი და რეპრესია თბილისის ცენტრში გრძელდება. სამიზნეები არიან ჟურნალისტები და პოლიტიკური ლიდერები. ევროპული დედაქალაქებიდან ძლიერ რეაქციას ველი”, - წერს სალომე ზურაბიშვილი.