ზაფხულის სეზონისთვის ძველ ბათუმში საავტომობილო მოძრაობა სრულად აღსდგება. ამ თემაზე ბრიფინგი ბათუმის მერიაში მერის მრჩეველმა ალექსანდრე ბაღათურიამ გამართა.
ბაღათურიას განცხადებით 2011 წლის ზაფხულის სეზონისთვის სრულად აღდგება საავტომობილო მოძრაობა ძველ ბათუმში, ასევე გორგილაძის, გორგასლის, ფარნავაზის მეფის, ვაჟა ფშაველასა და დემეტრე თავდადებულის ქუჩებზე.
ბათუმში წყლისა და კანალიზაციის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული 4 კომპანია ახორციელებს. ქალაქში ამ ორი სისტემის სრულად აღდგენის შემდეგ სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები