ერაყის ერთ-ერთ ქალაქ ბაქუბაში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილ ტერაქტს 12 ადამიანი შეეწირა. ტერორისტმა ასაფეთქებლად სასწრაფო დახმარების მანქანა გამოიყენა.
აფეთქება ბაქუბას პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებასთან მოხდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ერაყის ყოფილ ლიდერ სადამ ჰუსეინის მშობლიურ ქალაქ ტიკრიტში, ქალაქის პოლიციის ცენტრალურ განყოფილებასთან თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რის შედეგადაც 60 ადამიანი დაიღუპა.
მასალის გამოყენების პირობები