ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მხოლოდ 2009 წელს ასობით ათასი დოლარის ღირებულების საჩუქრები მიიღო.
ამის შესახებ ინფორმაციას "Fინმარკეტ" აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, მხოლოდ საუდის არაბეთის მეფემ აბდულა ბინ აზიზ ალ საუდმა ობამას ოჯახს 190 ათასი დოლარის ღირებულების საჩუქრები გადასცა, დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმა კი აშშ-ის პრეზიდენტს ძვირად ღირებული საწერკალამი და ფანქარი აჩუქა, ასევე იუსტონ ჩერჩილის ბიოგრაფია, რომლის ღირებულება 16,51 ათასი დოლარია.
მას შემდეგ რაც ბარაკ ობამა აშშ-ის პრეზიდენტი გახდა ბრაუნი ძვირად ღირებული საჩუქრების გამგზავნელთა სიაში დილერია.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ბრიტანეთის ყოფილ პრემიერს საპასუხო საჩუქრად ამერიკული ფილმების ნაკრები გაუგზავნა, რომელიც 25 DVD-სგან შედგებოდა, რის გამოც ობამა ბრიტანულმა პრესის კრიტიკა დაიმსახურა და აღნიშნეს, რომ ეს მათი ლიდერის შეურაცხყოფა იყო.
რაც შეეხება იტალიის პრემიერ მინისტრს, სილვიო ბერლუსკონმა ბარაკ ობამას 26,85 ათასი დოლარის საერთო ღირებულების ბროლის მაგიდა, ოქროს საათი და მინის ორნამენტები უსახსოვრა, ხოლო დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ II-მ საკუთარი ფოტოსურათი ედინბურგის ჰერცოგთან, პრინც ფილიპესთან ერთად გადაღებული აჩუქა, რომლის ღირებულებაც 775 დოლარია.
გარდა ამისა, 2009 წელს ობამამ საჩუქრები მიიღო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელისგან ჰუ ცზინაოსგან აშშ- პრეზიდენტის ოჯახის პორტრეტი, რომელიც აბრეშუმზეა ნაქარგი და მისი ღირებულება 20 ათას დოლარს შეადგენს, ისრაელის პრეზიდენტმა შიმონ პერესმა 8 ათასი დოლარის ღირებულების ბრინჯაოს ქანდაკება, ხოლო რომის პაპმა ბენედიქტ XVI ობამას საჩუქრად მოზაიკა გაუგზავნა, რომელზეც გამოსახულია რომში წმინდა პეტრეს მოედანი, ასევე ვერცხლი ბრელოკი გასაღებებისთვის, ოქროს მონეტა და წიგნები რომის პაპზე და "ბიოტიკური კითხვები", რომელთა საერთო ღირებულება 7,9 ათასი დოლარია, ტანზანიის პრეზიდენტმა კი აშშ-ს პრეზიდენტს მოჩუქურთმებული ქანდაკება აჩუქა, რომლის სიმაღლეც 1 მეტრია და ღირებულება 6 ათასი დოლარი.
რაც შეეხება 2010 წელს აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას საჩუქრებს, მათი რაოდენობა და ღირებულება ჯერჯერობით უცნობია.
აშშ-ის კანონმდებლობით, კი პრეზიდენტის ყველა საჩუქარი სახელმწიფო არქივში უნდა დარჩეს.
მასალის გამოყენების პირობები