აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა საფარ აბიევმა და თურქეთის ჟანდარმერიის ძალების მეთაურმა ნეჯეტ ოზელმა სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის დინამიკა და რეგიონში შექმნილი სიტუაცია განიხილეს.
ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
შეხვედრის მსვლელობისას მინისტრმა აბიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის პოლიტიკური და სამხედრო კავშირები მაღალ დონეზე ვითარდება, რაც მომავალშიც გაგრძელდება.
თურქეთის ჟანდარმერიის ძალების ხელმძღვანელმა კი აღნიშნა, რომ ორ ძმურ სახელწიფოს შორის ძალა მთლიანობაშია.
ნეჯეტ ოზელის თქმით, თურქეთი ყოველთვის აზერბაიჯანის გვერდით იდგება.