მოსკოველებმა უფლება მიიღეს, რომ სიკვდილის წინ საკუთარი ორგანოების გაცემას ზეპირი ფორმით დათანხმდნენ. ამის შესახებ ოფიციალური დოკუმენტი დუმის დეპუტატებმა მიიღეს.
ინფორმაციას დუმის კომისიის თავმჯდომარე კანონმდებლობის საკითხებში ალექსანდრე სემენიკოვი ადასტურებს.
სემენიკოვის თქმით, აღნიშნულ საკითხთან მიმართებით იუსტიციის სამმართველომ მოსკოვსა და ფედერალურ კანონმდებლობას შორის წინააღმდეგობა გამოავლინა.
კერძოდ, საქალაქო კანონი დონორობის შესახებ თანხმობას წერილობითი ფორმით ითვალისწინებდა. მაშინ, როცა ფედერალური კანონმდებლობა არა მხოლოდ წერილობით, არამედ ზეპირ თანხმობასაც ითვალისწინებს.
მოსკოვის ახალი კანონმდებლობის თანახმად, გარდაცვალების შემდეგ ქალაქის მცხოვრელებს შეუძლიათ ზეპირი ფორმით დათანხმდნენ პათოლოგოანატომიურ ჩარევასა და ორგანოების ამოღებას. თუმცა თანხმობა მხოლოდ მოწმეების დასწრების შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს რეალურად.
შეგახსენებთ, რუსეთის ტრანსპლანტაციის უმთავრეს პრობლემად დონორთა ორგანოების ნაკლებობა ითვლება.
მასალის გამოყენების პირობები