მიმდინარე წელს სეპარატისტული აფხაზეთი რუსეთისგან სოციალ-ეკონომიკური განვითარების გეგმის ფარგლებში 4,23 მილიარდ რუსულ რუბლს მიიღებს. სუკ სამი წლის განმავლობაში სოხუმისათვის გამოყოფილია თითქმის 11 მილიარდი რუბლი. გასულ წელს აფხაზეთმა 1,8 მილიარდი მიიღო.
აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა ამასთან დაკავშირებით თათბირი ჩაატარა და გასცა განკარგულება სისტემატიური კონტროლი განხორციელდეს მშენებარე ობიექტებზე. ბაღაფშმა თათბირზე ასევე მოითხოვა ყველანაირი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით პირადად მას მიაწოდონ, მეტიც შესაბამის სტრუქტურებს მოსთხოვა ყოველ დახარჯულ თანხაზე ანგარიში ჩააბარონ.
"აუცილებელია გამოქვეყნდეს ანგარიშები ციფრებით ყველა ობიექტთან დაკავშირებით, რომლებიც კომპლექსურ გეგმაშია ჩართული. ყველაფერი გამჭვირვალე უნდა იყოს", _ განაცხადა ბაღაფშმა.
მასალის გამოყენების პირობები