ბრიტანული კინოაკადემია "ბაფტას" ნომინანტები გამოვლინდნენ. ნომინანტებს შორის სრულ უპირატესობას მხატვრული ფილმი "მეფის სიტყვა" ფლობს. "მეფის სიტყვა" 14 ნომინაციაშია წარმოდგენილი.
ნომინანტებს შორის არიან გამოჩენილი მსახიობები: კოლინ ფერტი, ნატალი პორტმანი (2011 წლის ოქროს გლობუსის გამარჯვებული დრამატული კინოს საუკეთესო ქალი მსახიობის ნომინაციაში), ელენა კარტერი და კრისტიან ბეილი.
საუკეთესო ფილმის ნომინაციაში წარდგენილნი არიან "სოციალური ქსელი", "შავი გედი", "დასაწყისი" და "ნამდვილი ქვიშა".
ბრიტანულმა აკადემიამ საუკეთესო ბრიტანული ფილმის ნომინაციაში მხატვრული ფილმები "127 საათი", "სხვა წელი", "ოთხი ლომი", "მეფის სიტყვა" და "დამზადებულია დაგენემში" წარადგინა.
საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში წარდგენილნი არიან "127 საათის" რეჟისორი დენი ბეილი, "შავი გედის" რეჟისორი დარენ არონოვსკი, "დასაწყისის" რეჟისორი კრისტოფერ ნოლანი, "მეფის სიტყვის" რეჟისორი ტომ ჰუპერი და დევიდ ფინჩერი (2011 წლის ოქროს გლობუსის გამარჯვებული საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში) ფილმისთვის "სოციალური ქსელი".
საუკეთესო მსახიობი მამაკაცის როლზე ბრიტანულმა კინო-აკადემიამ შემდეგ მსახიოები წარადგინა: ხავიერ ბარდემი ფილმისთვის "მშვენიერი", ჯეფ ბრიჯესი - "ნამდვილი ქვიშა", ჯეს ეისენბერგი - "სოციალური ქსელი", კოლინ ფერტი - მეფის სიტყვა და ჯეიმს ფრანკო - "127 საათი".
ხოლო ქალის საუკეთესო როლისთვის იბრძოლებენ ანეტ ბენინგი, ჯულიანა მური, ნატალი პორტმანი, ნუმი პარასი და ჰაილი სტინფილდი.
დაჯილდოვება 13 დეკემბერს ლონდონში გაიმართება.