ვანის რაიონში მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" რაიონის გამგებელმა ზურაბ გეგიძემ განუცხადა.
"შემთხვევას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია. მხოლოდ რამდენიმე საცხოვრებელი სახლის კედელი დაზიანდა და ისიც უმნიშვნელოდ", - განმარტა გეგიძემ და აქვე ისიც აღნიშნა, რომ სპეციალური შტაბი სრული დატვირთვით მუშაობას განაგრძობს.
მისივე განმარტებით, ტერიტორია, სადაც მიწისძვრის ეპიცენტრი დაფიქსირდა, დაუსახლებელია და ნგრევის თავიდან აცილებაც სწორედ აღნიშნულის გამო გახდა შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში დღეს მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი სწორედ ვანის რაიონში დაფიქსირდა. მისმა სიმძლავრემ 5,8 მაგნიტუდა შეადგინა.