რაჭა-ლეჩხუმში მიწისძვრას რაიმე ნგრევა არ მოჰყოლია, _ ამის შესახებ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" სამხარეო რწმუნებულმა რაჭა-ლეჩხუმის მხარეში დავით გაგოშიძემ განუცხადა.
გაგოშიძის განმარტებით, რაჭის მოსახლეობამ ბიძგები იგრძნო, თუმცა რაიმე დაზიანებას, ნგრევას და ზარალს ადგილი არ აქვს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში დღეს მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი სწორედ ვანის რაიონში დაფიქსირდა. მისმა სიმძლავრემ, 5,8 მაგნიტუდა შეადგინა.