ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მრავალს უჭირს ახლა თავის მიერ გაკეთებული პირველადი დასკვნის ცდომილების აღიარება, როდესაც კონფლიქტზე პასუხისმგებლობა მთლიანად რუსეთისათვის იყო დაკისრებული. დღეს კი უკვე ამის გაკეთებას არავინ არ ცდილობს. აცხადებს რუსეთის დუმის საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინე კოსაჩოვი "როსიისკაია გაზეტასთან" საუბარში. მისივე თქმით, პარიზში დახურულ რეჟიმში გამართულ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მრგვალ მაგიდაზე რუსეთ-საქართველოს დოსიე განიხილებოდა.
კოსაჩოვი ასევე აღნიშნავს, რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებისათვის ამ მრგვალ მაგიდაზე დასასწრებად მოაწვევი არავის გაუგზავნია.
"ჩვენ ვთავაზობდით ამის გაკეთებას ჩვენს კოლეგებს, მაგრამ ჯერჯერობით გაგება ვერ ვპოვეთ. თუმცა დიალოგი უკვე დაწყებულია და როდესაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომისიის თავმჯდომარე დიკ მარტი ბოლოს მოსკოვში იმყოფებოდა დეკემბერში იგი ჩვენი შუამდგომლობით შეხვდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პარლამენტების წარმომადგენლებს. ამ შეხვედრის შესახებაც ისაუბრა მან ამ დახურულ მრგვალ მაგიდაზე", _ აცხადებს კოსაჩოვი.
მისივე თქმით, - "მრავალს ასამბლეაში უჭირს ახლა თავისი თავის მიერ გაკეთებული პირველადი დასკვნის ცდომილების აღიარება, როდესაც კონფლიქტზე პასუხისმგებლობა მთლიანად რუსეთისათვის იყო დაკისრებული, მაგრამ დღეს უკვე აღარავინ აღარ ცდილობს ამის გაკეთებას".
"მეორეს მხრიდან კი სამწუხაროდ აქ ჯერ კიდევ ცოტაა ისეთი ადამიანი, რომელიც ღიად დათანხმდებოდა იმაზე, რომ ეს იყო შეცდომა და კონფლიქტზე სრული პასუხისმგებლობა საქართველოს ეკისრება. ამიტომაც მრავალი პარლამენტარი აცხადებს, რომ ისტორია დაე დარჩეს ისტორიად და ჩვენ რეგიონის მომავალზე უნდა ვიფიქროთ. ამ თვალსაზრისს კატეგორიულად არ ვეთანხმები, მიმაჩნია, რომ მანამ ვიდრე წარსულს საბოლოოდ არ გავარკვევთ მომავლისათვის სწორ დასკვნებს ვერ გავაკეთებთ", _ აცხადებს კოსაჩოვი.