საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილი ილია დარჩიაშვილს შეცვლის.
აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მანამდე მაკა ბოჭორიშვილი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.