საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკზე, პირად გვერდზე ეხმაურება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ გამაფრთხილებელ განცხადებას 24 ნოემბერს პარლამენტთან დაგეგმილი აქციის მონაწილეების მისამართით.
შსს დაგეგმილი აქციის მონაწილეებს ახსენებს რომ პარლამენტი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტია და მისი მუშაობისთვის ხელისშეშლა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას დააყენებს.
"ბარემ ეთქვათ ყველას დაგიჭერთო … ესეც კიდევ ერთ და მთავარ კონსტიტუციის პრინციპის - მანიფესტაციის და შეკრების უფლების - დარღვევა! რა მნიშვნელობაა კანონით თუ დადგენილებით ზღუდავენ ამ უფლებას! მუქარაც არაფერში ჯდება… რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთ დასტურია!" - წერს სალომე ზურაბიშვილი.