პაკისტანში 7.2 ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა. სამხრეთ-დასავლეთ პაკისტანში, ირანისა და ავღანეთის საზღვართან მომხდარ მიწისძვრას ბოლო მონაცემებით მსხვერპლი არ მოჰყოლია.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დალბანდინიდან 55 კილომეტრის მოშორებით იყო.
როგორც პაკისტანური მედია იუწყება, ქვეყანას დიდი ზარალი არ მისდგომია.
პაკისტანში ამაზე დიდი ძალის მიწისძვრა აქამდე 2005 წელს დაფიქსირდა, რომლის დროსაც 73 000 ადამიანი დაიღუპა.