უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 1000 დღე გავიდა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილმა უკრაინელი ხალხისთვის ვიდეომიმართვა ჩაწერა.
„1000 დღეა, რაც თქვენ, უკრაინელო მეგობრებო, იბრძვით თქვენი ქვეყნის დასაცავად, თქვენი დამოუკიდებლობის დასაცავად, თავისუფლების დასაცავად.
თქვენი ეს ბრძოლა, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, არასოდეს იქნება დავიწყებული. და შეიძლება დამთხვევაა (მაგრამ, რა თქმა უნდა, არა) ის, რომ დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩვენი მოქალაქეები რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიის მორიგ მცდელობებს ეწინააღმდეგებიან. არც ეს იქნება წარმატებული, და ყველგან, სადაც ხალხი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, ყველგან გაიმარჯვებს”, – აღნიშნავს პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში.