პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, "განაჩენი გამოტანილია, არ შედგა ეს არჩევნები". მისი თქმით, არსებულ მდგომარეობაში ქვეყანას ემუქრება სერიოზული საფრთხეები, მათ შორის, შიდა და გარე დესტაბილიზაცია. სალომე ზურაბიშვილის თქმით, კრიზისიდან გამოსავლის გზა უნდა "მოვნახოთ ერთად".
პრეზიდენტის გეგმით, უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები უმოკლეს ვადაში.
სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ 26 ოქტომბერს საქართველოს კონსტიტუცია და საერთაშორისო სამართლის პრინციპები დაირღვა.
მისი თქმით, ამ არჩევნებს არც ცივილიზებული სამყარო, არც ოპოზიცია არ აღიარებს.
მასალა განახლებადია