აგრესიის მსხვერპლს თავის დაცვის უფლება აქვს, - ასე ეხმიანება პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი აშშ-ისპრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ ამერიკული ATACMS-ის ტიპის შორ მაძილზე მოქმედი რაკეტების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებაზე შეზღუდვის მოხსნის შესახებ გავრცელებეულ ინფორმაციას..
„პრეზიდენტმა ბაიდენმა ომში ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების ჩართვასა და რუსული რაკეტებით მასირებულ იერიშს იმ ენით უპასუხა, რომელიც ვლადიმირ პუტინს ესმის - უკრაინისთვის დასავლური რაკეტების გამოყენებაზე შეზღუდვების მოხსნით.
აგრესიის მსხვერპლს თავის დაცვის უფლება აქვს. სიძლიერე აკავებს, სისუსტე კი ახალისებს“, - წერს სიკორსკი.
მანამდე, გამოცემა New York Times-მა ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯო ბაიდენმა უფლება მისცა უკრაინელ სამხედროებს გამოიყენონ ATACMS-ის ტიპის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის.