აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უფლება მისცა უკრაინელ სამხედროებს გამოიყენონ ATACMS-ის ტიპის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის.
ამის შესახებ The New York Times წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
სააგენტოს თანამოსაუბრეებმა განაცხადეს, რომ იარაღი, სავარაუდოდ, გამოყენებული იქნება რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ჯარების წინააღმდეგ, რათა დაიცვან უკრაინული ძალები კურსკის რეგიონში.
გაზეთის წყაროების ცნობით, უკრაინა ამ რაკეტების გამოყენებას მხოლოდ კურსკის რეგიონზე თავდასხმისთვის შეძლებს.
თუმცა, შემდგომში, NYT-ის თანამოსაუბრეებმა დასძინეს, რომ ბაიდენმა შესაძლოა დაუშვას ATACMS-ის გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე „სხვა ადგილებში“ თავდასხმებისთვის.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ბაიდენის გადაწყვეტილება, რომლის ვადა ორ თვეში მთავრდება, აშშ-ის პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებაა.
როგორც The New York Times-ს წყაროებმა განუცხადეს, უკრაინელებისთვის შორი მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენების უფლება იყო რუსეთის მიერ ბრძოლაში ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების ჩართვის გადაწყვეტილების საპასუხოდ .
ვაშინგტონის აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალური ჯერ არ დაუდასტურებია.