ლატვიის შინაგან საქმეთა მინისტრ ლინდა მურნიეცეს განახადებით, ლატვიის სპეცსამსახურებმა ძალიან კარგად იცოდნენ მოსკოვის ექს-მერის განზრახვის შესახებ, რომელსაც ლატვიაში ცხოვრება პირადი მიზნებისთვის სჭირდებოდა.
"ლუჟკოვის "შავ სიაში" შყვანის მთავარი მიზეზი იყო მისი დამოკიდებულება ლატვიასთან, მისი მტრული გამონათქვამები ამ ქვეყნის შესახებ, მისი სურვილი, ლატვია პირადი მიზნებსთვის გამოეყენებინა. ცხადი იყო, რომ მისი სურვილი გახლდათ არა ლატვიის ეკონომიკაში ინვესტიციების ჩადება, არამედ ლატვიის გამოყენება შენგენის ზონაში მოგზაურობის მიზნით", _ განაცხადა მურნიეცემ.
მინისტრის თქმით, იური ლუჟკოვის განზრახვის შესახებ ინფორმაციას ლატვიის სპეცსამსახურები კარგა ხანია, ფლობდნენ. ამიტომაც ლატვიის შინაგან საქმეთა მინისტრი აღარ დაელოდა საბოლოო შედეგთა გადამოწმებას და ლუჟკოვი "შავ სიაში" შეიყვანა.
ლატვიისთვის არასასურველ პირთა სიაში იური ლუჟკოვის შეყვანა ნიშნავს, რომ მას ლატვიაში ცხოვრების უფლება არ აქვს.
შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, გასული წლის მიწურულს მოსკოვის ექს-მერმა ლატვიაში ცხოვრების ნებართვა ითხოვა.