ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსული „გაზპრომის“ მიერ ავსტრიისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტასთან შესახებ კომენტარი გააკეთა.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად რუსეთის შანტაჟისა, ევროპა ზამთრისთვის მზადაა და გაზის მარაგი აქვს.
„პუტინი კვლავ იყენებს ენერგიას იარაღად. ის ისევ ავსტრიისა და ევროპის დაშანტებას ცდილობს გაზის მიწოდების შეწყვეტით. ჩვენ მზად ვართ ამისთვის და მზად ვართ ზამთრისთვის. მთელს ევროკავშირში ბუნებრივი გაზის მარაგები შევსებულია“, - წერს ფონ დერ ლაიენი Х-ზე.
შეგახსენებთ, რუსეთმა ავსტრიას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა.