რუსეთმა ავსტრიაში გაზის მიწოდება შეწყვიტა. იუწყება Reuters.
მანამდე ავსტრიამ განაცხადა, რომ მოსკოვმა მას შეატყობინა რომ გაზის მიწოდება 16 ნოემბრიდან შეუწყდებოდა. ეს ენერგორესურსების ავსტრიული მიმწოდებლის OMW-ს სასარგებლოდ გამოტანილ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას მოყვა, რომელიც რუსულ სახელმწიფო კომპანია “გაზპრომს” მის გერმანულ ქვედანაყოფში გაზის მიწოდების ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. OMW “გაზპრომისგან” საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შედეგად ზარალის 230 მილიონი ევროს მიღებას ცდილობს.
ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა განაცხადა, რომ რუსული „გაზპრომის“ მიერ გაზის მიწოდების შეწყვეტის შემდეგ, ქვეყანა გათბობის სეზონზე არ დარჩება აირის გარეშე.
„ეს ნიშნავს, რომ მოხდა ის, რისთვისაც ჩვენ ვემზადებოდით უკრაინის ომის დაწყებიდან. ჩვენ ასევე ვაჩვენებთ, რომ არ დავემორჩილებით პუტინის შანტაჟს...ემიძლია დაგპირდეთ: ზამთარში არავინ გაიყინება, არც ერთი ბინა არ იქნება ცივი!“, - თქვა ავსტრიის კანცლერმა.