ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა განაცხადა, რომ რუსული „გაზპრომის“ მიერ გაზის მიწოდების შეწყვეტის შემდეგ, ქვეყანა გათბობის სეზონზე არ დარჩება აირის გარეშე.
ნეჰამერმა მედიასთან დაადასტურა, რომ ავსტრიულმა კომპანია OMV-მ „გაზპრომიდან“ გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ შეტყობინება მიიღო.
„ეს ნიშნავს, რომ მოხდა ის, რისთვისაც ჩვენ ვემზადებოდით უკრაინის ომის დაწყებიდან. ჩვენ ასევე ვაჩვენებთ, რომ არ დავემორჩილებით პუტინის შანტაჟს“, - თქვა ავსტრიის კანცლერმა.
მან აღნიშნა, რომ ქვეყნებს აქვთ გაზის მიწოდების სხვა სანდო წყაროები და გაზის საცავები სავსეა 93%-ით, რაც ყოველწლიური საჭიროებაა მთელი ავსტრიისთვის.
გარდა ამისა, ვენამ უკვე შეატყობინა ვითარების შესახებ ევროკომისიას.
"შემიძლია დაგპირდეთ: ზამთარში არავინ გაიყინება, არც ერთი ბინა არ იქნება ცივი!" - თქვა მან.