ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "რესი" ცხინვალის რეჟიმის ე. წ. საგანგებო სიტუაცოების სამინიტროს ხელმძღვანელ ანატოლი ბიბილოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, ხელშეკრულების გაფრომება თებერვალში მოსკოვშია დაგეგმილი, რომელიც ურთიერთდახმარებას, გამოცდილების გაზიარებას და ერთობლივი სწავლებების გამართვას ითვალისწინებს.