ესპანეთის ნარკოტიკებთან ბრძოლის სააგენტომ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა. სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია 25 კაცი და ნაპოვნია 300 კილოგრამი კოკაინი, 2 მილიონი ევრო ნაღდი ფულით, 470 მობილური ტელეფონი, ცეცხლსასროლი იარაღები და ძვირადღირებული მანქანები.
როგორც მადრიდის სამართალდმცველი ორგანოების წარმომადგენლები აცხადებენ, მათ აღმოაჩინეს ევროპაში ყველაზე დიდი ლაბორატორია, სადაც ნარკოტიკები მზადდებოდა.
ლაბორატორიაში აგრეთვე აღმოჩენილია 50 მილიონი ევროს ღირებულების ფასიანი ქაღალდები.
როგორც ჩNN იუწყება, აღნიშნული ლაბორატორია მადრიდის ერთ-ერთ გარეუბანში მდებარეობს.
აღნიშნულ სპეცოპერაციაზე ესპანეთის ნარკოტიკებთან ბრძოლის სააგენტო ორი წლის განმავლობაში მუშაობდა.