უკრაინელების 46 % საბჭოთა კავშირის დაშლასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს. ინფორმაციას ამის შესახებ "უკრანეწს.ცომ" სოციოლოგიური კველევის ჯგუფ "რეიტინგზე" დაყრდნობით ავრცელებს, რომელმაც აღნიშნულ საკითხზე კვლევა უკრაინაში 2010 წლის დეკემბერში ჩაატარა.
გამოკითხვის თანახმად, საბჭოთა კავშირის დაშლაზე უკრაინელების 46 % მწუხარებას გამოთქვამს, 36% კამყოფლია საბჭოთა ეპოქის დასრულებით, ხოლო 18% კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.
ამავე დროს რუსეთში, "ლევად-ცენტრის" ინფორმაციით, საბჭოთა კავშირის დაშლაზე მწუხარებას 55% გამოთქვა.
აღსანიშნავია, რომ გამოკითხულებიდან ახალგაზრდებს პროცენტულად უფრო ნაკლებად აღელვებთ საბჭოთა კავშირის დაშლა, ვიდრე ასაკოვან მოქალაქეებს.