ე. წ. სამხრეთ ოსეთში აღდგენითი სამუშაოები მაისისთვის დასრულდება. ამის შესახებ დე-ფაქტო სახელმწიფო კომიტეტის მეთაურმა აღმშენებლობის საკითხებში სარმატ კოტაევმა ცხინვალში გამართულ სამთავრობო შეკრებაზე აღნიშნა.
კოტაევის თქმით, აღდგენითი სამუშაო ყველა ობიექტზე 3 იანვრიდან განახლდა. მათი საბოლოო დასრულება კი მიმდინარე წლის მაისში იგეგმება.
როგორც დე-ფაქტო რეჟიმის სახელმწიფო უნიტარული წარმოების პრიორიტეტული ეროვნული პროექტების რეალიზაციის საკითხებში გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, 20 იანვრისთვის ახალ მშენებლობაზე 107 ობიექტი უნდა ჩააბარონ. მათ შორის, კერძო სახლები, რომლებიც, დე-ფაქტო რეჟიმის განცხადებით, ომის დროს განადგურდა.
სეპარატისტების თქმით, დღესდღეობით სახელმწიფო უნიტარული წარმოების ობიექტების დაფინანსების დეფიციტი 300 მილიონი რუბლია.