ერაყის ქალაქ ტიკრიტში, პოლიციის ცენტრალურ შენობაში, სადაც ახალწვეულების მიღების ცერემონია მიმდინარეობდა, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. აფეთქების შედეგად დაღუპულია 60 ადამიანი, ხოლო 11ო დაჭრილია.
როგორც "ვაშინგტონ პოსტი" იუწყება, დაღუპულთაგან უმეტესობა პოლიციელია.
ეს ერაყში 2010 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე დიდი აფეთქებაა. გასული წლის ოქტომბერში, ერაყის დედაქალაქ ბაღდათის კათოლიკურ ეკლესიაში ტერორისტებმა ტერაქტი მოაწყვეს, რის შედეგადაც 50 ადგილობრივი ქრისტიანი დაიღუპა.
ერაყის სამხედრო და პოლიციის ცენტრები ხშირად ხდებიან ტერორისტთა სამიზნეები. 2007 წელს ბაღდათის პოლიციის აკადემიის შენობაზე თავდასხმის შედეგად 40 სამართალდამცველი დაიღუპა.