რუსმა ოკუპანტებმა მდ. ენგურზე მდებარე აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე სატვირთო ავტომობილით მოძრავი ორი ადამიანი დააკავეს.
ინფორმაციას ამის შესახებ სეპარატისტულ აფხაზეთში მოქმედი რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილში მსხდომ ადამიანებს ჰქონდათ მცდელობა საზღვარი "ენგურის" გამშვები პუნქტის გვერდის ავლით გადაეკვეთად.
"ავტოსატრანსპორტო საშუალების დათვალიერების შედეგად მესაზღვრეებმა დაახლოებით 1500 კგ. კომბოსტო და 7000 კგ. კარტოფილი დააკავეს. დაკავებულები და ტვირთი გალის რაიონის უშიშროების განყოფილებაშია გადაგზავნილი შემდგომი განხილვისათვის", _ იუწყება პრესსამსახური.