რუსეთის ფედერაცია ოს სეპარატისტებთან საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და აღმოფხვრის შესახებ თანამშრომლობის სფეროში ე.წ. მთავრობათაშორის ხელშეკრულებას გააფორმებს.
ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს. ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაცია "სამინისტროს" ხელმძღვანელის ანატოლი ბიბილოვის ინფორმაციით, შეთანხმების გაფორმება მოსკოვში მიმდინარე წლის თებერვალში იგეგმება.
"შეთანხმება სამინისტროებს შორის გაფორმდება. იგი ითვალისწინებს ურთიერთდახმარების გაწევას, გამოცდილების გაზიარებას და ფართო თანამშრომლობას ამ საკითხთან მიმართებაში", _ აცხადებს ბიბილოვი და დასძენს, რომ შეთანხმების ფარგლებში მოეწყობა ერთობლივი კონფერენციების, სწავლებები, ვარჯიშები და სტაჟიორებისა და პედაგოგების გაცვლა.