რუსეთის მთავრობამ სმოლენსკთან მომხდარი ავიაკატასტროფის გამოძიების საქმე, რომლის დროსაც პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინკი, მისი მეუღლე და პოლონეთის მთავრობის წევრები დაიღუპნენ ოფიციალურად დახურულად გამოაცხადა. განცხადება ამის შესახებ რუსეთის მთავრობის აქტების მონაცემთა ბანკშია განთავსებული.
"საერთაშორისო საავიაციო კომიტეტის ტექნიკური კომისიის მიერ მუშაობის დასრულებასთან დაკავშირებით პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინკის, მისი მეუღლისა და მათი თანმხლები პირების გარდაცვალების გამომწვევი, 2010 წლის 10 აპრილს მომხდარი თვითმფრინავ ტუ 154-ს კატასტროფის გამომწვევის მიზეზების დამდგენი კომისიის მუშაობა დასრულებულად ჩაითვალოს", - ნათქვამია დოკუმენტში.
შეგახსენებთ, რომ ლეხ კაჩინკის ოჯახი სმოლენსკთან მომხდარ ავიატაკასტროფის მოწყობაში მოსკოვს ადანაშაულებს. შესაბამისი განცხადება ოჯახის მხრიდან დღეს გაკეთდა.
პოლონეთი ასევე უკმაყოფილოა საერთაშორისო საავიაციო კომიტეტის საბოლოო ანგარიშით, რომლის მიხედვითაც პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის მიზეზი ეკიპაჟის მოქმედება იყო.
ამ ანგარიშს პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტის ლეხ კაშინსკის ძმამ იაროსლავ კაჩინსკიმ "პოლონეთის დაცინვა" უწოდა.
ავიაკატასტროფა სმოლენსკთან რომელშიც პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, მისი მეუღლე და მთავრობის წევრები დაიღუპნენ 2010 წლის 10 აპრილს მოხდა. სულ გარდაიცვალა 96 ადამიანი, მათ შორის 8 ეკიპაჟის წევრი.