საქართველო ევროპაა და იმსახურებს იმ არჩევნების დარღვევების დაუყოვნებლივ და სამართლიან გამოძიებას, - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის ვიცესპიკერი და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი X-ზე წერს.
„დღეს, როდესაც ყველა თვალი აშშ-სკენაა მიპყრობილი, არსებობს ქვეყანა, რომელსაც ჩვენი ყურადღება სჭირდება ისე, როგორც არასდროს. საქართველო ევროპაა და იმსახურებს იმ არჩევნების დარღვევების დაუყოვნებლივ და სამართლიან გამოძიებას, რომელიც გასულ დღეებში ჩატარდა!“, - წერს ჟიგიმანტას პავილიონისი.
პავილიონისი ხელმომწერია ერთობლივი წერილის, რომელშიც ევროპის საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები და წევრები ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ითხოვენ.