გერმანიის ფინანსთა მინისტრის ვოლფგანგ შოიბლერის განცხადებით, რუსეთი არა მხოლოდ G-20 და G-8 წევრი, ასევე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრიც უნდა იყოს.
ამის შესახებ ნათქვამია გერმანიის ფინანსთა მინისტრის ინტერვიუში, რომელიც მან "როსისკი გაზეტას" მისცა.
"აუცილებელია უფლებების და მოვალეობების გათანაბრება ბაზაზე მოთამაშე ყველა ექსპორტიორ-იმპორტიორისთვის. და იმისთვის, რომ რუსეთმა ენერგეტიკულ ბაზრებზე ფასის დივერსიფიკაცია მოახდინოს. ასევე, ყურადღება უნდა მიაქციოს ეკონომიკის დივერსიფიკაციასაც", - აღნიშნა შოიბლერმა.
მისივე შეფასებით, რუსეთს ჯერ კიდევ დიდ გზის გავლა მოუწევს მსგავის სამუშაოების ჩასატარებლად, რაც გერმანიის ფინანსთა მინისტრის შეფასებით, მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.