რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა პარლამენტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას ყველას მოუწოდა, ნუ შერცხვებათ და ყველას შეახსენონ, რომ რუსები - ყველაზე დიდი ხალხია სახელმწიფოსი, ხოლო რუსული კულტურა ხერხემალია "მთელი ჩვენი მრავალეროვანი კულტურის განვითარებისა".
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას რუსული მედია აღნიშნავს, რომ ამ ტიპის განცხადება სახელმწიფოს მეთაურის დონეზე პირველად გაკეთდა. ამას გარდა, მათივე ინფორმაციით, მედვედევმა ნაციონალური პოლიტიკის საფუძვლების საბაზისო კანონზე მუშაობის დაჩქარება მოითხოვა.
მედვედევთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ დუმის სპიკერი ბორის გრიზლოვი, ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე სერგეი მირონოვი, ასევე ყველა პარტიისა და ფრაქციების ხელმძღვანელები და მოადგილეები. შეხვედრის მთავარი თემა იყო ქსენოფობიასთან ბრძოლა და ამავდროულად მაქსიმალური და ფართო გავრცელება რუსი ხალხის კულტურისა.
"ყოველ მიზეზ გარეშე განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს რუსულ კულტურას. ეს საფუძველი და ხერხემალია მთელი ჩვენი მრავალეროვანი კულტურის განვითარებისა. ეს ნორმალურია და ამის თქმა არ უნდა შეგვრცხვეს. რუსები ყველაზე დიდი ხალხია ჩვენი ქვეყნისა, რუსული ენა კი სახელმწიფო ენაა, რუსული მართლმადიდებლული ეკლესია კი უმსხვილესი კონფესიაა ჩვენი ქვეყნისა", _ განაცხადა მედვედევმა და დასძინა, რომ უნდა განვითარდეს "რუსული ხასიათის ყველაზე საუკეთესო შტრიხები, ვინაიდან რაღაც პერიოდის განმავლობაში სწორედ ამ შტრიხებმა აქციეს ჩვენი ქვეყანა ძლიერ ქვეყნად".
რუსული ხასიათის დამახასიათებელ შტრიხებს შორის მედვედევმა დაასახელა: მოთბინება, გულისხმიერება, მეზობლებთან თანაცხოვრების უნარი, ერთად სახელმწიფოს მშენებლობა, თავდაჯერებულობა, დიდსულოვნება, საკითხებზე ფართოდ შეხედვის უნარი - თავის ისტორიაზე და სხვა ხალხების ისტორიაზე. "აი ალბათ სწორედ ამაში ვლინდება რუსული ტრადიცია და რუსული ხასიათი", _ განაცხადა მედვედევმა.
მასალის გამოყენების პირობები