5 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დოლარის ცვლილებამ 0.33 თეთრი შეადგინა და დოლარის ღირებულება 2.7247 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.61 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9677 ლარი გახდა.
0.2 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5380 ლარი გახდა.
ლარის მიმართ თურქული ლირას კურსმა 7.93 თეთრი შეადგინა.