მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში მეკობრეების მხრიდან გემებზე განხორციელებული თავდასხმის შემთხვევები 10 %-ით გაიზარდა და შარშანდელთან შედარებით, 445 თავდასხმა შეადგინა.
უკანასკნელ წლებში ეს ყველაზე დიდი მაჩვენებელია.
ამის შესახებ საერთაშორისო საზღვაო ბიუროსთან არსებულ მეკობრეთა თავდასხმის შესახებ მონიტორინგის კვლევის ცენტრის მიერ ჩატარებულ ანგარიშშია ნათქვამი.
კვლევის მიხედვით, ერთი წლის მანძილზე მეკობრეებმა 53 გემი ჩაიგდეს ხელში. ხოლო ტყვედ 1 ათას 181 მეზღვაური აიყვანეს. მათგან რვა მეზღვაური დახოცეს.
რაც შეეხება 2009 წელს, ამავე ბიუროს მონაცემთა მიხედვით, მეზღვაურებს 1 ათას 50 ადამიანი ჰყავდათ გატაცებული.
მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ გემებისა და გატაცებულების აყვანის მხრივ ეს რეკორდული ციფრია.
ამასთან, ზღვაზე ცურვის უსაფრთხოების გაუარესება სომალელი მეკობრეების გააქტიურებით აიხსნება. სომალი, როგორც ერთიანი სახელმწიფო, 1991 წლიდან არ ფუნქციონირებს, ამდენად, 2010 წელს მის სანაპიროზე მეკობრეთა 92% დანაშაული მოხდა და 49 გემთან ერთად 1, 016 ადამიანი გაიტაცეს.
გარდა ამისა, 2010 წელს მეკობრეები აქტიურად მოქმედებდნენ ნიგერიის სანაპიროებთანაც. ამ ადგილებში გემებზე 13 თავდასხმის შემთხვევა დაფიქსირდა.
საერთაშორისო მონაცემთა მიხედვით, 2010 წელს მეკობრეები სამხრეთ ჩინეთის ზღვაშიც გააქტიურდნენ, სადაც 31 თავდასხმა განახორციელეს.