საქართველო გადარჩება, - ასე ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტი თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებას.
საქართველო გადარჩება - ერთი წესიერი მოსამართლე გამოჩნდა , ერთი ღირსეული დიპლომატი და უამრავი უვნობი გმირი - ისიც არ დავივიწყოთ, რომ ერთგულ და გულანთებულ მოქალაქეს არაფერი გამოლევს ამ ქვეყანაში. თავდაცვაში, პოლიციაში თუ რიგით მოქალაქეებთა შორის არიან ის პიროვნებები, რომლებიც საქართველოს ოდიდან ქმნიდნენ. დღეს ყველანი ერთად ქმნიან უზარმაზარ ძალას, რომელიც ქვეყანას იცავს და დაიცავს მარად.
შეგახსენებთ, თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და საიას სარჩელი დააკმაყოფილა.